დამასკოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს 7 იანვრიდან განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე დამასკოს აეროპორტმა შიდა რეისები განაახლა.
უწყების ხელმძღვანელის, აშად ალ-სულეიბის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს დამასკოსა და ალეპოში აეროპორტების სრულად რეაბილიტაციის სამუშაოები.