leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: როცა ცალკეული უნამუსო საგარეო აქტორები დაკავებულნი არიან საქართველოს დემოკრატიული არჩევნებისა და ხელისუფლების ე.წ. ძაგებით, ევროპის რვა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია

“როცა ცალკეული უნამუსო საგარეო აქტორები დაკავებულნი არიან (დროებით) საქართველოს დემოკრატიული არჩევნებისა და ხელისუფლების ე.წ. ძაგებით, ევროპის რვა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისებია. ფსევდოლიბერალური უცხოური მედია კი ცდილობს პრობლემების მიჩქმალვა-გაუბრალოებას”,– ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ამ რვა ქვეყნის ჩამონათვალს აკეთებს.

ანალიტიკოსის თქნით, საინტერესოა, რატომ არ შფოთავენ დემოკრატიის “დამცველი” ევროპარლამენტარები ან შეკვეცილი სუვერენიტეტების მქონე ბალტიელი პოლიტიკოსები?

“როცა ცალკეული უნამუსო საგარეო აქტორები დაკავებულნი არიან (დროებით) საქართველოს დემოკრატიული არჩევნებისა და ხელისუფლების ე.წ. ძაგებით, ევროპის რვა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისებია. ფსევდოლიბერალური უცხოური მედია კი ცდილობს პრობლემების მიჩქმალვა-გაუბრალოებას, მაგრამ სოცქსელებისა და უამრავი მედიასაშუალების პირობებში, სასაცილო ხდება ევროპაში პოლიტიკური კრიზისის დაფარვის უსუსური პროპაგანდისტული მცდელობები.

ამ მომენტისთვის ევროკავშირის 8 ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება:

ავსტრია – სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, კანცლერი გადადგება და საკუთარი პარტიის ლიდერობაზეც იტყვის უარს.
საფრანგეთი – რამდენიმე კვირაში მორიგი მთავრობის დაშლა იგეგმება საბიუჯეტო უთანხმოებების გამო.
გერმანია – ხელისუფლება ჩამოიშალა, ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.
ნიდერლანდები – უფუნქციო მთავრობა პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ამას ოფიციალურად განაცხადებენ ახლო მომავალში.
ესპანეთი – მთავრობა ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს.

ბელგია – ახალი მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, საყოველთაო არჩევნები ივნისში გაიმართა.
რუმინეთი – საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საეჭვოდ გაუქმდა, ქვეყანას კვლავ არაპოპულარული მთავრობა მართავს.
ბულგარეთი – სავარაუდოდ, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან არცერთ პარტიას აქვს უმრავლესობა და ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ბოლო 4 წელიწადში ქვეყანამ რეკორდი მოხსნა – გაიმართა 8 არჩევნები.

ამ სავალალო მდგომარეობის გამო რატომ არ შფოთავენ დემოკრატიის “დამცველი” ევროპარლამენტარები ან შეკვეცილი სუვერენიტეტების მქონე ბალტიელი პოლიტიკოსები?”,– წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ