leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: იმ უცხოელ კონსულტანტს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან, გააზრებული არ აქვს, რომ ნაცებმა სოციალურ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრონ 

“ეტყობა, იმ უცხოელ კონსულტანტს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან, გააზრებული არ აქვს, რომ ნაცებმა სოციალურ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრონ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ და როგორი სოციალური პოლიტიკა ჰქონდათ ყოფილ მაღალჩინოსნებს.

„ხაბე და დანარჩენები რომ დარბიან ქუჩა-ქუჩა, მათ ჰგონიათ, რომ მოსახლეობას დაავიწყდა, როგორი სოციალური პოლიტიკა ჰქონდათ. ეტყობა, იმ უცხოელ კონსულტანტს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან, გააზრებული არ აქვს, რომ ნაცებმა სოციალურ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრონ. ვაშაძე მინისტრის მოადგილე იყო, პრემიებს და დანამატებს რომ იღებდა. მის დროის შეიქმნა 180%-იანი საპენსიო სესხი. მაშინ არ გახსენებია, ხალხს რომ უჭირდა“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

 

ასევე იხილეთ