leaderboard_below_slide
left_sabechdi

იემენელი “ჰუსიტები” აცხადებენ, რომ ისრაელის ელექტროსადგურზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის ელექტროსადგურზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს.

„ჰუსიტების“ პრესსპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, თავდასხმის სამიზნე იყო ოროთ რაბინის ელექტროსადგური ქალაქ ჰადერას მახლობლად. თავდასხმის დადასტურების შემთხვევაში, ეს „ჰუსიტების“ მიერ ისრაელში განხორციელებული ყველაზე ღრმა დარტყმა იქნება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ რაკეტა წარმატებით იქნა ჩამოგდებული ქვეყნის საზღვრების გადაკვეთამდე. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება კი ამტკიცებს, რომ „ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზნებს“.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ იემენის ტერიტორია დაბომბა.

ასევე იხილეთ