leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: 2025 წელს გააზრებულად ველით ახალ გამოწვევებს, რომელსაც ისევე დავძლევთ, როგორც ცეცხლმოკიდებული რეგიონიდან საქართველოს გადარჩენა იყო

„რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს – ეს არის ტრამპის მოთხოვნა. მას არა აქვს დრო ამ უაზრო ომს უცქიროს და ამასობაში ახლად ამობრწყინებულმა აღმოსავლეთმა ძალაუფლება კიდევ უფრო მოიკრიბოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიტიკაში არსებობს მეთოდები, რომელსაც ქვეყნები არა ომის, არამედ, მშვიდობის პერიოდში იყენებენ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
„მართალია, ტრამპი მიიჩნევდა, რომ უმჯობესი იყო მსოფლიო პოლიტიკას ამერიკა-რუსეთს შორის ეთამაშა, მაგრამ ის დღეს ახალი რეალობის წინაშე დგას და ცდილობს, ეს რეალობა ბაიდენისგან  რეპუტაციაშელახული ამერიკისთვის გამოიყენოს.   
რა ხდება ამ დროს ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, ასევე, ბრიტანეთისგან მართულ კანადაში, რომელიც ცნობილია ბუნებრივი წიაღისეულით? ევროპაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. რვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებებია მოსალოდნელი. ტრამპი დიდ ბრიტანეთის მეფეს პარლამენტის დათხოვნისკენ და ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს. ასევე, აკრიტიკებს კანადას. ამერიკის ახალი  პოლიტიკა უტევს ევროპას და დიდ ბრიტანეთს, ომის პოლიტიკას მშვიდობის პოლიტიკით ცვლიან და ემზადებიან  ამერიკა-ჩინეთს შორის ახალი პოლიტიკური პროცესებისთვის. 
სად არის საქართველოს ადგილი? როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ჩვენმა ქვეყანამ ამ უდიდესი ქვეყნების ჭიდილში ისე, რომ საკუთარი ინტერესები არ დააზიანოს? უფრო მეტიც, მოგებული დარჩეს?
ღირებულებითი ცვლილებების შემდეგ,  ახალი ევროპა უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. არსებულ ვითარებაში რუსეთთან საუბარი ჩვენი ტერიტორიების დათმობაზე,  შედარებით ადვილია. ამ ომის პერიოდში საქართველომ შეძლო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. ახლა უკვე ამერიკა-ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებია და ამ რთულ ვითარებაშიც კი შესაძლებელია მათთან  თანამშრომლობა. როდესაც ორი ბუმბერაზი  სახელმწიფოს ინტერესები ერთ ქვეყანაში იკვეთება და შენ თანამშრომლობას მხოლოდ მშვიდობით სთავაზობ, ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია. პოლიტიკაში არსებობს მეთოდები, რომელსაც ქვეყნები არა ომის, არამედ, მშვიდობის პერიოდში იყენებენ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ამას კი გონიერება და პოლიტიკური მოწიფულობა სჭირდება. არა ოპოზიციის მონური პოლიტიკა ერთი ვექტორის მიმართ, არამედ, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოქროს შუალედის შენარჩუნება. ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო დაადგა და რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ დაძლევადი. 
დღეს სწორედ ეს პროცესები მიდის საქართველოში. რუსთაველზე მდგომ ხალხს კი სურს ერთ ვექტორზე მონური მორჩილება და ამით კონფლიქტის წარმოქმნა სხვა სახელმწიფოებთან. ხელისუფლება კი ამ წამგებიან პოლიტიკას ახალ რეალობაზე მორგებულ, სწორ პოლიტიკას უპირისპირებს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტზე და ნამდვილ პარტნიორობაზე გადის. 
შეიძლება ითქვას, ის რაც მოხდა, ჯერ მხოლოდ პროლოგია ამ პროცესებში, წინ კიდევ გრძელი და მშვიდობიანი ბრძოლის გზა გველის, რომელიც აუცილებლად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება. 
დღევანდელი გლობალური პოლიტიკა, რომელსაც მსოფლიოს ახალი გადალაგება მოჰყვება, რიგითი მოქალაქეებისთვის ასახსნელად ძალიან რთულია და ამ დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ხალხი  შეცდეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ხელისუფლებისადმი ნდობა, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების დაძლევა. 
მადლობა უფალს, ქართველი ხალხი ბრძენია და დღევანდელ ხელისუფლებასაც მათი ნდობა აქვს. 
2025 წელს გააზრებულად ველით ახალ გამოწვევებს, რომელსაც ისევე დავძლევთ, როგორც ცეცხლმოკიდებული რეგიონიდან საქართველოს გადარჩენა იყო“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ასევე იხილეთ