leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ვერავა: უმძიმესმა ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ეხმაურება.

სახელმწიფო რწმუნებული გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მძიმეა ის ტრაგედია რაც ოკუპირებულ საბერიოში დატრიალდა, ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ხანძარს ემსხვერპლა. უმძიმესმა ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. ეს ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, საბერიოში კი ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ. მიმძიმს ამ ანგელოზებზე წარსულში საუბარი, ღმერთო, ოჯახს გამძლეობა მიეცი“, – წერს დავით ვერავა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ