კახა კალაძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო.
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს“, – წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.