რუმინეთში, „კარპატის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა, დაძაბულ ბრძოლაში 35:34 მოიგო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქართველი ხელბურთელები ცოტათი უკეთ თამაშობდნენ და საბოლოოდ პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დასრულდა – 17:15.
დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, გამარჯვეული კი ბოლო წამზე გამოვლინდა – 34:34-ზე გადამწყვეტი გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ქართველმა ხელბურთელებმა „კარპატის თასზე“ ორი თამაში მოიგეს, ერთი წააგეს და შეჯიბრებაზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულეს.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები საქართველოს ნაკრების წევრები, გიორგი ცხოვრებაძე (33 გოლი) და გიორგი დიხამინჯია (21) გახდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა რუმინეთთან მატჩში:
ზურაბ ცინცაძე (11 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (2); გიორგი დიხამინჯია (10 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (9), გიორგი არეშიძე (6), მირიან გავაშელიშვილი (4), გიორგი გრიშიკაშვილი (3), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიგა მელიავა (1), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი.
მომდევნიო მატჩს ქართველი ხელბურთელები 13 მარტს თბილისში ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:
13 მარტი | საქართველო – ბოსნია
16 მარტი | ბოსნია – საქართველო
7 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო