leaderboard_below_slide
left_sabechdi

მოჰამედ სალაჰმა ტიერი ანრის შედეგი გაიმეორა

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში ფრანგი ტიერი ანრის შედეგი გაიმეორა.

„არსენალის“ მაისურით ინგლისის მთავარ ლიგაში ანრიმ 175 გოლი გაიტანა, 175-ე იყო მოჰამედ სალაჰის გოლიც, რომელიც მან „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის 2024/25 წლის სეზონის მე-20 ტურში გაუტანა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ფრანგს აღნიშნული შედეგის დასაფიქსირებლად 258 მატჩი დასჭირდა, ხოლო სალაჰს – 282. ასევე, ტიერი ანრის ანგარიშზე 74 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო სალაჰს 82 ასისტი აქვს. პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ეს მოთამაშეები მეშვიდე ადგილს იყოფენ.

ამ მომენტისთვის „ლივერპული“ 49 ქულით ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია და მეორეადგილოსან „არსენალს“ 6 ქულით ასწრებს.

ასევე იხილეთ