გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში თოვლისა და ყინულის გამო 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. აღნიშნული ინფორმაცია AFP-ს აეროპორტის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
უფრო კონკრეტულად კი დაგეგმილი 1990 ავიარეისიდან 120 გაუქმდა. ფრენის გაუქმების კიდევ ერთი მიზეზი ცუდი ხილვადობა იყო.
გერმანიის სიდიდით მეორე მიუნხენის აეროპორტმა 750 რეისიდან 35 ავიარეისი გააუქმა.
გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მგზავრებს მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია.