leaderboard_below_slide
left_sabechdi

მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტ ცოლ-ქმარზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სავარაუდოდ ორი პირი დაესხა თავს, რომლებსაც სამართალდამცველები ეძებენ.

დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ