leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. აღნიშნულს უკრაინული მედია უკრაინის  პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურსკი, კარგი ამბავი, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აცხადებს ერმაკი.

ეგრეთ წოდებული „სამხედრო კორესპონდენტების“ გარდა, შეტევაზე წერენ ცალკეული „ჩინოვნიკები“.

რამდენიმე დღით ადრე, პირველ იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკის მიმართულებაზე ჩავიდა და უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.

ასევე იხილეთ