leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე: ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს

„ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა!“ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

ექსპერტის შეფასებით, კაუმას ვიზიტი და არჩევნების ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ოპოზიცია ხარობს და ვიზიტის გადადებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის უკან ეუთო-ს და მის სადამკვირვებლო მისიას ყავლგასულად აფასებდნენ.  ნაადრევია ოპოზიციის ზეიმი, საქართველოში პია კაუმას ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება!

ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა!  პია კაუმამ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“ აქ აშკარად იგულისხმება ჩატარებული არჩევნების შემდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა, ხოლო არჩევნების არცნობის და ახალი არჩევნების მოთხოვნის აღიარების  შემთხვევაში ასეთი ფრაზის თქმა უბრალოდ უაზრო გამოდის.

ყველაზე მთავარი, კაუმას ვიზიტი და არჩევნების ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ