leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ენტონი ბერნალთან დაკავშირებული ისტორია ხაზს უსვამს არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ ძალაუფლების მქონე უმაღლეს ეშელონებშიც გაუკუღმართებულ სექსუალურ ძალადობასთან არსებულ პრობლემებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის თანაშემწის – ენტონი ბერნალის ბიოგრაფიას იხსენებს.

„მედია იტყობინება, რომ ენტონი ბერნალი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სექსუალურ შევიწროებასა და დამცირებას ახორციელებდა კოლეგებზე, ღიად განიხილავდა მათ პირად ცხოვრებას, სექსუალურ ორიენტაციას და უხამს, დისკრიმინაციულ კომენტარებსაც აკეთებდა“, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბრალდებების მიუხედავად, თეთრმა სახლმა ბერნალს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

დავით ქართველიშვილის განმარტებით, ენტონი ბერნალის ისტორია არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ ძალაუფლების მქონე პირებშიც სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადასტურებს და სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები აშშ-ში კანონს მიღმა რჩება.

„გასულ წელს, რატომღაც გამოგვრჩა ბაიდენის ადმინისტრაციაში განვითარებული ერთ-ერთი მორიგი ბინძური სკანდალი, რომელშიც მონაწილეობდა ენტონი ბერნალი, პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის, მთავარი თანაშემწე. ეს არის ბილ კლინტონის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციებში ნამუშევარი ჩინოვნიკი, ღია გეი და მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთი უბინძურესი პიროვნება.

მედია იტყობინება, რომ ენტონი ბერნალი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სექსუალურ შევიწროებასა და დამცირებას ახორციელებდა კოლეგებზე. გარდა ამისა, ღიად განიხილავდა მათ პირად ცხოვრებას, სექსუალურ ორიენტაციას და უხამს, დისკრიმინაციულ კომენტარებსაც აკეთებდა. მიუხედავად ამ ბრალდებებისა, თეთრმა სახლმა ბერნალს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ჯეფ ზინტსმა განაცხადა, რომ ბაიდენები სრულად ენდობიან თავიანთ თანაშემწეს და დარწმუნებულნი არიან მის მაღალ პროფესიულ და პიროვნულ თვისებებში.

ენტონი ბერნალთან დაკავშირებული ისტორია ხაზს უსვამს არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ ძალაუფლების მქონე უმაღლეს ეშელონებშიც გაუკუღმართებულ სექსუალურ ძალადობასთან არსებულ პრობლემებს და ასეთი ბრალდებების საფუძვლიანი გამოძიება, მით უმეტეს, ბრალდებულის სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან სიახლოვის გათვალისწინებით – აშშ-ში ჯერჯერობით კანონს მიღმა ფუფუნებად იქცა“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ