leaderboard_below_slide
left_sabechdi

მინსკში უარყოფენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ომის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა

ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა გააჟღერა მინსკის ოფიციალური რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ომის პირველ დღეებში ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმის გამო ზელენსკის ბოდიში მოუხდა. ეისმონტი აცხადებს, რომ ბოდიში არ ყოფილა.

„ბელარუსის პრეზიდენტს ზელენსკისთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოდიშის მოსახდელი არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ეისმონტმარუსულ მედიასთან საუბრისას.

ლუკაშენკოს პრესმდივნის თქმით, მისი სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან „შედგა მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, ნიკოლაის ემოციური რეაქციის დამსახურებით, რომელსაც ტელეფონში ჰქონდა ზელენსკის პირადი კონტაქტი“.

„რაში მდგომარეობდა საუბრის არსი: ჩვენი პრეზიდენტი პირველ რიგში საუბრობდა იმაზე, რომ კონფლიქტი გაჩაღდა უკრაინის ტერიტორიაზე, ზელენსკის ტერიტორიაზე და სწორედ მას მოუწევს დროის გასვლის შემდეგ ყველაზე მეტად აგოს პასუხი ადამიანების დაღუპვაზე. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ჩვენი პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ, რაც გაკეთდა კიდეც: სამი რაუნდი მოლაპარაკებებისა ბელარუსში და შემდეგ სტამბოლში“, – ციტირებს რუსული მედია ნატალია ეისმონტს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ ამერიკელ ბლოგერსა და პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

ასევე იხილეთ