ჩემპიონშიფის ლიდერი „ლიდსი“, რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატია, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას იანვარში აპირებს – ამტკიცებს გამოცემა ვებგვერდი Leedsallover-ი.
„ჯერ კიდევ გასარკვევია, შეუძლია თუ არა „ლიდსს“ იანვარში ნახევარმცველის შეძენა და ვისი დამატება გააძლიერებს, მაგრამ გონივრული იქნება, „უოტფორდის“ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს თვალი ადევნოს. ის „ლიდსის“ ნახევარდაცვისთვის იდეალურად გამოიყურება. ჩაკვეტაძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 35 მატჩში 9 გოლი დაუგროვდა, „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. შესაძლოა, გიორგი „ლიდსში“ ახლავე ვერ გადავიდეს, მაგრამ ზაფხულში მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე უნდა გახდეს.
„უოტფორდში“ მიმდინარე სეზონში მის ანგარშზე ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა. შესაძლოა, ამ სტატისტიკით ვერ დააინტერესოს გუნდი, რომელიც მიზნად პრემიერლიგაში დაწინაურებას ისახავს, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელის თამაშში განსაცვიფრებელი თვისებები თვალსაჩინოა. ის გულშემატკივრის რჩეულია და ჩემპიონშიფში საგოლე მომენტების საუკეთესო შემქმნელია.
ქართველი ბურთით შესანიშნავად თამაშობს, ძლიერია და მოედანზე სწრაფად გადაადგილდება. ნახევარდაცვაში თავს კომფორტულად გრძნობს და თანაგუნდელებს დაცვაშიც აქტიურად ეხმარება. ჩაკვეტაძე იდეალურად გამოიყურება „ლიდსისთვის“, რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის“.