შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ორგანიზაციის (UFC) აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი დეინა უაითი Meta-ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.
“მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ვიწყებთ სიახლეებით, რომლებზეც გარკვეული პერიოდი ვმუშაობდით: დეინა უაითი, ჯონ ელკანი და ჩარლი სონგჰერსტი უერთდებიან Meta-ს დირექტორთა საბჭოს. ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის, სატარებელი ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის მომავლის კუთხით და ჩვენი საბჭო დაგვეხმარება ჩვენი ხედვის მიღწევაში”, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.