leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ინდონეზიამ, რომელიც მოსახლეობის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მანამდე გამოთქვა სურვილი გამხდარიყო BRICS-ის წევრი ე.წ. გლობალური სამხრეთის ინტერესების ხელშეწყობისთვის.

“ინდონეზია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იზიარებს მხარდაჭერას გლობალური მმართველობის ინსტიტუტების რეფორმისთვის და პოზიტიური წვლილი შეაქვს გლობალურ სამხრეთში თანამშრომლობის გაღრმავებაში”, – განაცხადა ბრაზილიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ორგანიზაციას თავმჯდომარეობს.

ასევე იხილეთ