“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმაც დაინახა, თუ რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.
“გახსოვთ, პირველად, სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა, ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ, აი უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზეხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა არის – ადამიანი გააგიჟეს. ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჩამოდიოდა რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ადამიანი გააგიჟეს.
ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ რომ ვლაპარაკობდით, ამას ზოგი არ იჯერებდა და მაინც დიალოგზე საუბრობდა. მაგრამ შეხედეს, რომ არიან ექსტრემისტებისა და რადიკალების ჯგუფი, რომლებიც გადაუვლიან ყველას. ნახეთ, რომ მანამდე ქალბატონი პია რუსად გამოაცხადეს და როგორც კი მან თქვა, რომ აღარ ჩამოდიოდა შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.