leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებაზე: ეს უკვე ღია მხილებაა, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა

“ეს არის იმის დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას.

“ეს უკვე ღია მხილება არის, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის ის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს ასეთი მკვლევრის სტატუსი და რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, თუ რა როლი ჰქონდა და აქვს მას იმ არეულობებში, რომლებიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი სცენარი, პირდაპირ დაწერილი ქალბატონი ლორა თორნტონის მიერ, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩვენები რომ ჩატარდება და დამკვირვებლები ამას რომ აღიარებენ, მაინც იქნებაო პროტესტები და ამ პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარიო.

შემდეგ გახსოვთ, როგორ იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, გაკვირვებული იყო მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. ეს არის საერთო ჯამში კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ ასეთ გზაზე, როდესაც დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა. შესაბამისი განცხადება მაკკეინის ინსტიტუტმა გაავრცელა.

ასევე იხილეთ