leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით არცერთ დამკვირვებელს არ გააჩნია არანაირი უარყოფითი შეფასება იმიტომ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა

“არჩევნებთან დაკავშირებით არცერთ დამკვირვებელს არ გააჩნია არანაირი უარყოფითი შეფასება იმიტომ, რომ იმ 25 000-მა უცხოელმა, თუ ადგილობრივმა დამკვირვებელმა ნახა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პია კაუმას გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.

“არჩევნებთან დაკავშირებით არცერთ დამკვირვებელს არ გააჩნია არანაირი უარყოფითი შეფასება იმიტომ, რომ იმ 25 ათასმა უცხოელმა, თუ ადგილობრივმა დამკვირვებელმა ნახა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში და ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის გაკეთების და საკუთარი პროგრამის თუ პოლიტიკური პლატფორმის წარდგენის სრული თავისუფლება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.

დანარჩენი არის პოლიტიკური სურვილების გაჟღერება ანუ ის, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან ჩართული იყვნენ კანონის დარღვევით, დემოკრატიის პრინციპების დარღვევით საქართველოს საარჩევნო კამპანიაში და წააგეს ეს კამპანია. ახლა მათ სურვილი აქვთ, რომ რამენაირად შური იძიონ ქართველი ხალხის ამ არჩევანზე”,– განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

ასევე იხილეთ