გიორგი ვოლსკი მაკრონის განცხადებაზე: შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც საქართველოში გვქონდა, ჯერ ერთი ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცახდებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ისაუბრა.
გიორგი ვოლსკის თქმით, მაკრონის განცხადება რეალობას არის აცდენილი.
“ზოგადად, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც საქართველოში გვქონდა. ჯერ ერთი ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება. ან საქმის კურსში არ არის ან სპეციალურად თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს ამ თემებთან დაკავშირებით მხოლოდ საფრანგეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს და მის იქით მისთვის არაფერი არ არსებობს. მოკლედ, არეულია მისი განცხადებები. ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები სწორედ ის არის, რაც საფრანგეთს გამოსავალს მოუტანს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.