რობერტ ფიცო ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას განიხილავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება 1 იანვარს შეწყდა მას შემდეგ, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურა.
2 იანვარს, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.
ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის მხრიდან საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.