მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე
ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“.
„მოულოდნელი არ ყოფილა, ისიც ერთგვარად მზად იყო ამისთვის, თუმცა ალბათ ამ დოზით და ამ დონის კოორდინაცია საშინაო და საგარეო აქტორებს შორის, როდესაც საქართველოს საკითხს ეხება, ალბათ მაინც არ იყო მისთვის გათვლიდი და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს ქალბატონი პია კაუმა.
მას სურვილი ჰონდა შეხვედრები გაემართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის საფუძველზეც ჩვენ უფრო კარგი სურათი გვექნებოდა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, რაც არის გაცემული არჩევნების შემდეგ გამოცემულ ანგარიშში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ.