leaderboard_below_slide
left_sabechdi

NBC News: ტრამპმა დაუშვა სამხედრო ძალის გამოყენება პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა საზოგადოების დარწმუნება, რომ არ გამოიყენებს სამხედრო იძულებას პანამის ან გრენლანდიის წინააღმდეგ, ტრამპმა უპასუხა:

ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

ასევე იხილეთ