leaderboard_below_slide
left_sabechdi

პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი: პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება

“პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება”,– ამის შესახებ პანამის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ მარტინეს-აჩამ განაცხადა.

პანამის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი ხელი, რომელიც აკონტროლებს არხს, არის პანამური და ასე გაგრძელდება.

“პანამის არხი ჩვენი ბრძოლის ისტორიის ნაწილია”, – განაცხადა ხავიერ მარტინეს-აჩამ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანამის არხი, რომელიც აშშ-მა ააშენა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ნაწილობრივ გადასცა პანამას 1977 წელს, სრულად კი 1999 წელს, ახლა ჩინეთის მიერ არის მართული.

“შეხედეთ, პანამის არხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მას მართავს ჩინეთი. ჩვენ მივეცით პანამის არხი პანამას, არ მიგვიცია ჩინეთისთვის. მათ ბოროტად გამოიყენეს ეს საჩუქარი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ