“ზელენსკის მოუწია აღიარება კორუფციასთან დაკავშირებით და მთავარი ისრები გადაიტანა ისევ აშშ-ის მიმართ და კონკრეტულად იმ ადმინისტრაციის მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი ხელმძღვანელობდა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რითაც ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.
„ბაიდენის ადმინისტრაციას ძალიან ბევრი აქვს დაშავებული სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი აქვს დაშავებული მსოფლიო წესრიგის ჩამოშლის ხელშეწყობაში ისევ და ისევ იმიტომ, რომ „დიფ სთეითი“ ასე დიდი გავლენების იყო ამ ქვეყანაში. ახლა ზელენსკი ცდილობს, რომ ადამიანებს ხელი შეახოცოს, რომ როგორმე თვითონვე, თავისი რეპუტაცია გადაირჩინოს და ისევ და ისევ შეეცადოს, რომ ახალი დახმარებები მიიღოს პრეზიდენტი ტრამპისგან. ტრამპის მთავარი დახმარება ჩვენი უკრაინელი ხალხისათვის იქნება ის, რომ ომის უბედურება შეჩერდეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
უკრაინის პრეზდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.