leaderboard_below_slide
left_sabechdi

სემეკში შესული საჩივრების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სემეკის მიერ მიღებული გადაწვეტილებებით, განხილული საკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.

2024 წელს, სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების  ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოაწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნაური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1  239 570 ლარი.

სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.

ასევე იხილეთ