leaderboard_below_slide
left_sabechdi

სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულო ოფიციალურად დაიხურა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულო ოფიციალურად დაიხურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შენობიდან, სადაც ევროპული ქვეყნის დიპლომატიური უწყება მდებარეობდა, პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები უკვე ჩამოხსნეს.

ცნობისთვის, პოლონეთმა რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში დივერსიის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. რის შემდეგაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს სანქტ-პეტერბურგში პოლონეთის გენერალური საკონსულოს დახურვით უპასუხა.

ასევე იხილეთ