leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: ზელენსკის განცხადებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა თავად უკრაინაში არსებული კორუფცია დაიმალოს

“(ზელენსკის) განცხადებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა თავად უკრაინაში არსებული კორუფცია იქნას დაფარული და დამალული”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.

“(ზელენსკის) განცხადებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა თავად უკრაინაში არსებული კორუფცია იქნას დაფარული და დამალული. არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებდა, რომ მათ შორის ომის პერიოდში და გახსოვთ თქვენ კონკრეტული ჩინოვნიკებიც იყვნენ მხილებულები და პასუხისმგებლობაში მიცემულები. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ ასევე საქართველოს ღიად ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომის ცხელ ფაზაში.

აქედან გამომდინარე, თუ რაიმე კორუფციული გარიგებები არსებობდა, ეს უნდა იყოს შესწავლილი შესაბამისი ორგანოების მიერ, მაგრამ ზელენსკის ეს განცხადება როგორც ჩანს, არის სხვაზე ხელის გაშვერის მაგალითი საიმისოდ, რომ დაიმალოს თავად უკრაინაში არსებული კორუფცია”, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ