leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კატასტროფული ინფორმაცია ოპოზიციისთვის

„ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია ეკუთვნით სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი META-ს გადაწყვეტილებას გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა.

დეპუტატის თქმით, „fact-checking“-ის ინსტიტუტს მოსახლეობა სიცრუეში შეჰყავდა.

„ფაქტჩეკერების ინსტიტუტი გამოყენებული იყო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბატონმა ცუკერბერგმა, რომ ამან უკუშედეგი გამოიღო.

იმის ნაცვლად, რომ სწორი ინფორმაცია მისწოდებოდა მოსახლეობას, პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და ძალიან ხშირ შემთხვევებში მოსახლეობა სიცრუეში შეჰყავდათ.

ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ვიცით, რომ ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია საკუთრებაში აქვთ ბატონი სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

შესაბამისად, მათი ეს ბექგრაუნდი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათი მხრიდან განხორციელებული სამუშაოები აბსოლუტურად მიკერძოებული იყო“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

ასევე იხილეთ