leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთთან საზღვარი დახურული დარჩება

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი დახურული დარჩება.

უსაფრთხოების საკითხების განხილვის შემდეგ პარტიების ლიდერებთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ორპომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე საფრთხის ამჟამინდელი შეფასება უცვლელი რჩება.

„ამიტომ საზღვრის გახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია“, – განაცხადა მან.

მან დასძინა, რომ „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი ყველაზე დიდი პრობლემაა ბალტიის ზღვაში“.

„ამჟამად ფართო მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირსა და ნატოში, ისევე როგორც ბალტიის ზღვის ქვეყნებთან ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ დღეს განვიხილეთ ყველა ეს ელემენტი“, – დასძინა  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ