leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ გახდეს სრულყოფილი არსებული “დიარჯი“ სისტემა 

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „დიარჯი“ მეთოდთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები გაიმართება და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

“დიარჯი” არის მეთოდი და ინსტრუმენტი, როგორ მოხდება სამედიცინო სერვისის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება, ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ალბათ, მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ შეიძლება, სრულყოფილი გახდეს არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ.

მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იყოს იმგვარად მხარდაჭერილი, ფუნქციონირებადი, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

ასევე იხილეთ