leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ის ადამიანები, რომლებიც დაუფარავად აწარმოებენ ბიზნესურთიერთობას რუსეთთან, აქეთ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ეკონომიკური სანქციები დააწესოს რუსეთთან – მავნებლობის ეს ხარისხი წარმოუდგენელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეაფასა იმ მეწარმეების ქმედებები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას რუსეთში ყიდიან, პარალელურად კი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობენ. საკითხზე მან მედიასთან ისაუბრა.

„ის ადამიანები, რომლებიც დაუფარავად აწარმოებენ ბიზნესურთიერთობას რუსეთთან, აქეთ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეკონომიკური სანქციები დააწესოს რუსეთთან და აბულინგებენ თავიანთ კოლეგებს, რომ საქართველოს ეკონომიკა რაც შეიძლება მნიშვნელოვნად და სწრაფად დაზიანდეს. მავნებლობის ეს ხარისხი წარმოუდგენელია და ბუკიას შემთხვევა ამ საერთო სურათში არის ერთ-ერთი უგვანო ეპიზოდი“, – აცხადებს ვოლსკი.

კომპანია NATIA X LAKO-ს წარმომადგენელმა ლაკო ბუკიამ რუსულ ბაზარზე თავისი კომპანიის ოპერირების თემაზე „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა.

ასევე იხილეთ