leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჰაიდენჰაიმის“ მწვრთნელი: ზივზივაძე, დარწმუნებული ვარ, თავიდანვე მოგვიტანს სარგებელს

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა SWR Sport-თან ქართველი ახალწვეულის ბუდუ ზივზივაძის შესახებ პირველ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა.

„არდადეგები ხანმოკლე გვქონდა და კარგია, რომ პირველი იანვრიდანვე შეკრებაზე გამოვემგზავრეთ. აქ შესანიშნავი სავარჯიშო პირობები გვაქვს, სიწყნარე და სიმშვიდეა, რაც ხშირად გვაკლია შინ ყოფნისას. შესაბამისად, გვქონდა საშუალება ერთმანეთთან პირისპირ გვესაუბრა. გუნდმა აქ თავი კარგად წარმოაჩინა და მომავალ გამოწვევებს დიდი ენერგიითა და თავდაჯერებით ვხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველი დღეები მისთვის ძალიან დაძაბული იყო, ზივზივაძემ ჩემზე კარგი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა.

ძალიან მადლობელი ვარ კარლსრუეს მწვრთნელის, კრისტიან აიხნერისა და მისი გუნდის იმის გამო, რომ დღეს ჩვენს განკარგულებაში ტოპფეხბურთელია. მათ ზივზივაძის განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო ჩაატარეს. დარწმუნებული ვარ, ბუდუ თავიდანვე მოგვიტანს სარგებელს, თავისი გამოცდილების ხარჯზე კი თანაგუნდელების დახმარებასაც შეძლებს“, – განაცხადა ფრანკ შმიდტმა.

ასევე იხილეთ