leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას, სამხედრო დახმარების ფარგლებში, 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ უკრაინას მის საწყობებში არსებულ შეიარაღებას გადასცემს. ამერიკა გეგმავს, რომ კიევს აღნიშნული დახმარება იანვრის ბოლომდე გადასცეს.

სხვა წყაროები საუბრობენ იმაზე, რომ აშშ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დღეს დაგეგმილ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატით არის ცნობილი, განაცხადებს.

მედიის ცნობით, ეს იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაციის მიერ ბოლო გამოყოფილი დახმარება უკრაინისთვის.

ასევე იხილეთ