leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“თქვენ გყავთ რუსეთი, რომელსაც სურს არქტიკის მეფე გახდეს. მას 60-ზე მეტი ყინულმჭრელი ჰყავს, რამდენიმე მათგანი ატომურია. ჩვენ გვყავს ორი, რომელთაგან ერთი დაიწვა”, – ციტირებს Reuters-ი უოლცს.

“საუბარია კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე, ბუნებრივ რესურსებზე. საუბარია იმაზე, რომ პოლარული ყინულის დნობასთან ერთად, ჩინელები ყინულმჭრელებს აშენებენ და ნელ-ნელა მიიწევენ წინ. იქ არის ნავთობი და გაზი. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა”,– დასძინა უოლცმა.

ცნობისთვის, ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ასევე იხილეთ