დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს
“საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს. რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს “, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოაზიცია ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული.
“თითქოს და ფსევდო სიდუხჭირეზე საუბრობენ და ამ დროს ამ ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ. ხომ სასაცილოა? საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთხელ არის გასაგები თუ რას ემსახურება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ეს პიარსვლები, როზნერისგან თუ სხვა კიდევ პიარსპეციალისტებისგან დასწავლილი მესიჯები და მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება იმ მნიშვნელოვანი თემებიდან, რომელიც მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის ძალიან სენსიტიურია, გადაიტანონ ისეთ საკითხებზე, სადაც ელემენტარულად ტყუილებს არ ერიდებიან.
თვით ამ ფასების შედარებაში კი იმდენად დიდი ცდომილებაა რეალურსა და მოგონილს შორის, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და ძმანი მისნი ცდილობენ საზოგადოებას აუწყონ, რომ აქაც ერთ მხარეს ტყუილია და მეორე რომ შევაჯამოთ, ამ ტყუილის რეკლამირებაში ისინი ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.