leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს

„სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მაკ-კეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა.

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მაკ-კეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.

ასევე იხილეთ