გელა ზედელაშვილი: მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყანა უნდა გავიყვანო სამშვიდობოსო. ჰაიმეეეეეეეეეე!
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ტაშიიიიიიიიიიიიიიი!
მე ისევ პრეზიდენტი ვარ და ვიქნები მარადო!
***
მაკ-კეინის კანტორას ოფისი გამოუყვია და დაუფინანსებია კიდევაც. იმედია, არყი საყლურწი ფულიც გამოუყვეს.
ეს ის არი, მე რომ გეუბნებოდით, სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას-მეთქი.
დაიწყო, ხალხო, დაიწყო მეორე განყოფილება, ფარდა გაიხსნა და ისევ გამოგოგმანდა პრეზიდენტის „ამპულაში“.
ცოტა ხანს დააცადეთ, ეგრევე ნუ ჩააცვამთ ზოლიან ხალათს უკუღმა და ნუ გააქანებთ ბედიანში, გავერთოთ, რა გენაღვლებათ?!
***
იცით, რეები ილაპარაკა?
ამ ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ არსებობსო, ფეხებით გათელესო, ისინი არაფრად თვლიან ხალხის ნებასო.
სადაც ახლა მე ვარ, საიდანაც გელაპარაკებით, ეს არი ორბელიანების სასახლის გაგრძელებაო. მართალია, იგეთი მდიდრული ვერ არი, მაგრამ იქაური სული აქა ტრიალებსო. იქ აღარც სული დარჩა და აღარც გულიო. მე აქედან შევასრულებ პრეზიდენტის ფუნქციასო.
სხვათა შორისო, ამ ქვეყანაში სასამართლო დიდიხანია აღარ გვაქვსო, პარლამენტი ხო საერთოდ არ პარლამენტობს, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, არავინ იცისო. ვინ რატომ და სად ინიშნება, არავინ იცისო, ვინ რატომ არის მოხსნილი თანამდებობიდან, არც ეს ვიცითო. არავინ არაფერს მეკითხება, ანგარიშს არავინ მაბარებს, ირგვლივ სრული განუკითხაობააო. მთავრობაც არალეგიტიმურია, არჩევნები მომპარესო, ქვეყანა გაჩერებულია და თვითონაც იმალებიან, ბევრი რამე ქალაქიდან არი გატანილი, როგორც მოხდა „ამბასადორიალის“ შემთხვევაშიო.
(ეტყობა, ამან „ამბასადორიალი“ პირველად გაიგო!)
ყველა ინსტიტუტი ერთი პარტისააო, ასევე არის „საზმაუსი“, ესეც მოწყვეტილია საქართველოს მოსახლეობისგანო.
საქართველოდან მანქანები გადის ვითომ შუა აზიაში, სინამდვილეში რუსეთში გადის და მაგ მანქანებში კიდე რა დევს, ეგეც გასარკვევიაო.
***
გაიგონეთ?
ამას მიაქციეთ ყურადღება!
საქართველოდან მანქანები რომ გადის ვითომ შუა აზიაში, ეგ რუსეთში გადის, გვატყუებენო! თან მაგ მანქანებში რა დევს, ეგეც გასარკვევიაო!
ავტოდილერებო, აბა, თქვენ როდის აპირებთ მარშით გავლას რუსთაველზე, როდის უნდა დაუკრათ ტაში სალომე ბაბოს?
ჰაააა, იკისრეთ, რუსეთში რომ გაგაქვთ „მანქნები“, შიგ რა დევს?
***
ხედამთ, როგორი ოღრაშია სალომე ბაბო?
რუსეთში პროდუქცია რომ გააქვთ და თან რუსთაველზე დათოხარიკობენ, ისინი არ ახსენა, მათთვის ყველაფერი მოსულა, ისინი ევროპიელები არიან!
***
იმ კვირაში ტრამპის ინაუგურაციაზე მივდივარო. იქ ფულს არავინ იხდის, მაგას ტყუილად იგონებენო. მე მიმიწვიეს და იქ ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მაქვსო. ამერიკიდან რო დავბრუნდები, რეგიონებში დავიწყებ სიარულს, მოსახლეობას უნდა შევხვდეო, ხალხს მხარში უნდა ამოვუდგეო.
ეს ხელისუფლება იშლება, ვერტიკალში პრობლემებია. ჩვენ ვხედავთ ამ ევოლუციასო, თუ არ იქნება დათმობა, იქნება დაშლაო.
გაიგონეთ?
ეს არ იქნება „დიშლა“, ეს იქნება დაშლაო!
მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყანა უნდა გავიყვანო სამშვიდობოსო.
***
ჰაიმეეეეეეეეეე!
ტაში, ამხანაგებო!
(ეს ჭუტაანებიც მაგრად აგიჟებენ, ქვემოთ მიუწერეს – პრეზიდენტის ბრიფინგიო, ამათაც მაგრად ასხიათ და თან სცვივათ)“, – წერს გელა ზედელაშვილი.