leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: არ ვიცი, ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკვე კატასტროფაა!

„რას ვასწავლით ამ ბალღს, რომელიც მიწას ჯერ ხეირიანადაც არ ასცილებია, ვინც უნივერსიტეტი აგიშენა და დაგიმშვენა, მას უნდა აგინოო? მას რუსი უნდა ეძახოო? მისი სახელი უნდა გადახაზოო?“ – წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი აქციებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის შესახებ.

„აშკარა დაუჯერებელი!

***

ომარ ნიშნიანიძე (ყოფილი პარლამენტარი ,,ქართული ოცნებიდან”):

„ქუთაისელმა კაცმა, პროფესორმა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, რომ გავიგე, ხუბუა დანიშნესო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად, რბილად რომ ვთქვათ, თავს და ჩემს მიერ დაარსებულ პარტიას „არაკორექტულად“ შემოვწყერი… მერე კი ახალგაზრდობის პროსპექტზე ამ უნივერსიტეტიდან მომავალი სტუდენტთა გაფიცული კოლონა რომ დავინახე, „არაკორექტულობა“ გავაათმაგე…

მეტი გვეკუთვნის“.

***

ახლა ვზივარ და ვფიქრობ… რას ვფიქრობ? არაფერსაც არ ვფიქრობ… რავი, დაბნეული ვარ… როცა ბატონმა ომარმა ეს დაწერა, მაშინ ვიფიქრე, შეიძლება ცოტა აჭარბებს, შეიძლება მოეჩვენა, შეიძლება კარგად ვერ დაინახა, შეიძლება რაღაც გამოეპარა, მაინც გადავამოწმებ-მეთქი.

გადავამოწმე, ბატონი ომარი მართალი ყოფილა.

მეტიც!

შეხედეთ მეორე სურათს, ბიძინა ივანიშვილის აშენებული უნივერსიტეტის სტუდენტს ბანერი უჭირავს (იმედი მაქვს, დააჭერინეს!), სადაც „ბიძინა“ გადახაზულია და წერია: „ჩვენი უნივერსიტეტი“.

ახლა, ბიძინა ივანიშვილს რომ ვკითხოთ, ეს უნივერსიტეტი ვისიაო, გვიპასუხებს, ჩემი არ არი, ბალღებისააო. ვიცი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ისიც გვითხრას, ჩემი აშენებული არ არიო.

დიახ!

ის ასე იტყვის იმიტომ, რომ დიდსულოვანი ადამიანია, მაგრამ სინდისი, ნამუსი, მადლიერება და ადამიანობა აღარ არსებობს?

რას ვასწავლით ამ ბალღს, რომელიც მიწას ჯერ ხეირიანადაც არ ასცილებია, ვინც უნივერსიტეტი აგიშენა და დაგიმშვენა, მას უნდა აგინოო? მას რუსი უნდა ეძახოო? მისი სახელი უნდა გადახაზოო?

ასე ხომ თაობებს ვამახინჯებთ? ასე ხომ ჯავახიშვილსაც გადავახაზვინებთ? ასე ხომ ილიასაც გადავახაზვინებთ? ასე ხომ ცარიელ თავებში ვუტენით – წადით, შვილებო, და ყველას აგინეთ, ვისაც კარგი რამე აუგიაო?!

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკვე კატასტროფაა!

***

ისე, ვერც მე გამიგია, რანაირად მოხვდა მაგ უნივერსიტეტის რექტორად თსუ-ს დამსამარებელი გია ხუბუა?“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ