აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდად შეგვძრა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის ამბავმა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელი საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.