საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიისფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანირამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტოჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინისფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებისთავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგისოფიციალური პირები დაესწრნენ.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ისთავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ უკრაინაშიმიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვისკოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევისგადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარებისპაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საკონტაქტო ჯგუფისშეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკისშეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილშიჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანასაერთიანებს.