leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ღმერთო, დაიფარე საქართველო და უშველე ამერიკას

„სალომე ბაბო არ გაუშვათ ტრამპის ინაუგურაციაზე, ემანდ სადმე არ ამაიბუგოს!” – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვიდეოებს ვუყურე, ძალიან უცნაური ხანძარია კალიფორნიაში, თითქოს, ალაგ-ალაგ იწვის სახლები და ობიექტები, თითქოს ერთმანეთთან კავშირი არც აქვს, თან არც აქრობენ. ასეთი უმოქმედობა არსად მინახავს.

ერთი მაშინ შემეპარა აშშ-ის უძლეველობაში ეჭვი, 6 სამგზავრო თვითმფრინავი რომ შეულეწეს კორპუსებში და 1 პენტაგონის ეზოში ჩამოუგდეს, მეორედ მაშინ დავინახე ამათი უსუსურობა, ავღანეთიდან უკანმიუხედავად რომ გაიქცნენ და 80 მილიარდი დოლარის შეიარაღება იქვე დაყარეს, მესამედ კიდე ახლა ვხედავ ისევ ამათ უსუსურობას. მე მგონი, ტყუილად იბრიქებიან და გვაშინებენ დასანქცირებით.

ისე, რაღა დაგიმალოთ და… ვინც დაგვემუქრა და ჩვენი უსამართლოდ დასჯა მოინდომა, ყველას რაღაცა ემართება.

ღმერთო, დაიფარე საქართველო და უშველე ამერიკას.

სალომე ბაბო არ გაუშვათ ტრამპის ინაუგურაციაზე, ემანდ სადმე არ ამაიბუგოს!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ