„რაც შეეხება ამერიკის პოლიტიკურ პროცესს, იქ ნათლად ჩანს, რომ არანაირი უარყოფითი მესიჯი ტრამპის ადმინისტრაციიდან არ წამოსულა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.
მისივე თქმით, „ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ხედვა თანამედროვე მსოფლიოსადმი და ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა უნისონშია აბსოლუტურად ერთმანეთთან“.
„უფრო მეტიც, პარტნიორულ თვალსაზრისში ყველანაირად ვჯდებით ერთმანეთთან, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირიც და ევროკავშირშიც მილევადი ძალები, რომლებიც უკვე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად გედის სიმღერას მღერიან. როგორი შთაბეჭდილება გვიჩნდება, რომ გვსჯიან, რაღაცაზე შურს იძიებენ და ეს შურისძიება და დასჯა ყველამ ვიცით რაც არის, ქვეყანა არ მივიტანეთ სამსხვერპლოზე.
არ მინდა უფროს ადამიანზე რაღაც ზედმეტი ვთქვა, ჯო უილსონზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, მე ჩემი მეზობლის დაბადების დღეზე მიგიყვანოთ თქვენ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მეზობელი ამ დაბადების დღიდან თქვენ არ გამოგაგდებთ ხომ? ეგრე სააკაშვილიც იდგა ტრამპის პირველ ინაუგურაციაზე სადღაც ბუჩქებში და ალბათ ანალოგიური ადგილი ექნება მავნებელ ზურაბიშვილს. მაგას სხვანაირად მე ვერ მოვიხსენიებ“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.