სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ვარიკოზის მოვლის მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. ელასტიური ჩულქების შეძენა დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისში და ბათუმშია შესაძლებელი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
ელასტიური წინდები ქვედა კიდურებს ვარიკოზული ვენების განვითარებისგან იცავს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ელასტიურ წინდებს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები.