leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის წერილზე: ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან

“ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროსაბჭოსადმი 4 ოპოზიციური პარტიის წერილს, რომ არ დადასტურდეს „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

“მათი ამოცანაა არა “ქართული ოცნების”, არამედ ზოგადად საქართველოს იზოლაცია, რაც ჩემი აზრით, მიუღწეველი მიზანია, რადგან იცით, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში. ოპოზიცია უკვე მესამე თვეა ატყუებს მოსახლეობას და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა ვერც ერთი მტკიცებულება მათ ამ მიმართულებით ვერ წარმოადგინეს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი წერილი ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი რეალურად საქართველოს მტრები არიან”, – განაცხადა ბოჟაძემ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ”, “ახალმა” და გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილით მიმართეს, რათა ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.

ასევე იხილეთ