“სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნება“ ოპონირებას ქართულ ოპოზიციას კი არ უწევს, არამედ კონკრეტულ გარე ძალებს.
“არიან ის ძალები, რომლებსაც აწყობთ, რომ ეს ომი გაჭიანურდეს. შესაბამისად, მეორე ფრონტიც იმიტომ აწყობდათ, რომ გაეფანტათ რუსეთის ყურადღება და უფრო გაჭიანურებულიყო ეს ომი. ამის მიღმა ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებიც დგას. ჩვენ რეალურად ჩვენ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია, ჩვენ ვართ ოპოზიციაში სწორედ, ამ არნახული მასშტაბის გარე ძალებთან. სამი წელია, რაც ეს წნეხი დაიწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ დროის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ”, – აცხადებს დეპუტატი.