leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქში, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი – მსუბუქი ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უნალექო ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე 15 იანვრამდე შენარჩუნდება.

„დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15-20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა „ქრონიკასთან“.

ასევე იხილეთ