აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“მას (პუტინს) სურს შეხვედრა და ჩვენ ვემზადებით”, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს.
“პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი (უკრაინაში) უნდა დავასრულოთ. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, არაერთხელ ამბობდა, რომ მან უკრაინაში ომი უნდა